Family suite

Family suite: 41-50 მ² (აივნის ჩათვლით), 1 მისაღები, 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლი ან 2 ცალ-ცალკე საწოლი), ტუალეტი, სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

ნებისმიერი კატეგორიის ოთახში კომფორტი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი გარანტირებული გაქვთ! სრულფასოვანი დასვენებისთვის იდეალურ გარემოსა და მაქსიმალურ კომფორტს უმცირესი ნიუანსების დონეზე გათვალისწინებული ყველა პირობა უზრუნველყოფს.

სასტუმროს უკლებლივ ყველა ოთახს აქვს აივანი, საიდანაც შესაძლებლობა გაქვთ ზღვისა და სანაპიროს შთამბეჭდავი პანორამული ხედებით დატკბეთ. თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული საწოლი, სააბაზანო ოთახი და მყუდრო გარემო დაუვიწყარ დასვენებას უზრუნველყოფს. თითოეული ოთახის საფასურში შედის საუზმე, სპა ცენტრითა და ღია აუზით სარგებლობა.

სტანდარტული, სუპერიორის ტიპისა და ექსკლუზიური ოთახების გარდა, თქვენს განკარგულებაშია საოჯახო ნომრებიც. ერთმანეთთან გამავალი კარით დაკავშირებული ოთახები საუკეთესო არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ დასვენებას ოჯახთან ერთად გეგმავთ.

ოთახის სერვისები: ზღვის/აუზის ხედი, აივანი/ტერასა, სავარძლები და მაგიდა აივნებზე, ელექტრონული გასაღები, ცენტრალური კონდიცირება, ტანსაცმლის კარადა, ბარგის სადგამი, ელექტრონული სეიფი, უფასო WI-FI, ტელეფონი, Smart TV, ელექტრო ჩაიდანი, მინი ბარი, უფასო ჩაი და ყავა ოთახში, სააბაზანო საშხაპით, ხალათი და ერთჯერადი ჩუსტები, WC, გამადიდებელი სარკე, თმის საშრობი, ჰიგიენური საშუალებები.