Terrace suite

ფასი :
0

Terrace suite: 74 - 86 მ² (აივნის ჩათვლით), 1 მისაღები (ზოგ სართულზე), 1 საძინებელი (2 ადგილიანი საწოლით), 2 ტუალეტი (ზოგ სართულზე), სააბაზანო საშხაპით, ტანსაცმლის კარადა, აივანი მაგიდით და სკამებით.

ნებისმიერი კატეგორიის ოთახში კომფორტი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი გარანტირებული გაქვთ! სრულფასოვანი დასვენებისთვის იდეალურ გარემოსა და მაქსიმალურ კომფორტს უმცირესი ნიუანსების დონეზე გათვალისწინებული ყველა პირობა უზრუნველყოფს.

სასტუმროს უკლებლივ ყველა ოთახს აქვს აივანი, საიდანაც შესაძლებლობა გაქვთ ზღვისა და სანაპიროს შთამბეჭდავი პანორამული ხედებით დატკბეთ. თანამედროვე ინტერიერი, კომფორტული საწოლი, სააბაზანო ოთახი და მყუდრო გარემო დაუვიწყარ დასვენებას უზრუნველყოფს. თითოეული ოთახის საფასურში შედის საუზმე, სპა ცენტრითა და ღია აუზით სარგებლობა.

Terrace Suite - სასტუმროს ყველაზე ელეგანტური და მდიდრული ოთახია, სადაც განსაკუთრებულ კომფორტს 2 დიდი ტერასა ქმნის. თბილ სეზონზე კომფორტული შეზლონგები ერთდროულად მზის აბაზანების მიღებისა და ზღვის პანორამული ხედებით ტკბობის საშუალებას გაძლევთ.

ოთახის სერვისები: ზღვის/აუზის ხედი, აივანი/ტერასა, სავარძლები და მაგიდა აივნებზე, ელექტრონული გასაღები, ცენტრალური კონდიცირება, ტანსაცმლის კარადა, ბარგის სადგამი, ელექტრონული სეიფი, უფასო WI-FI, ტელეფონი, Smart TV, ელექტრო ჩაიდანი, მინი ბარი, უფასო ჩაი და ყავა ოთახში, სააბაზანო საშხაპით, ხალათი და ერთჯერადი ჩუსტები, WC, გამადიდებელი სარკე, თმის საშრობი, ჰიგიენური საშუალებები.