ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა" ბათუმის დასავლეთ ნაწილში, ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარეობს. სტუმრების განკარგულებაშია კეთილმოწყობილი პლაჟი და მიმდებარე ტერიტორია. 10-სართულიანი სასტუმრო 101 ოთახს აერთიანებს.

გამორჩეულ არქიტექტურასა და დახვეწილ დიზაინთან ერთად, თითოეულ ოთახს დამატებით უპირატესობას ზღვის უმშვენიერესი ხედი სძენს. საცურაო აუზები, კომფორტული ოთახები, რესტორნები, ბარები, სპა - ამ და სხვა კომპონენტების ერთობლიობა საოცნებო დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

სასტუმროს მთელი კომპლექსი, დაუვიწყარი დასვენებისთვის ყველა პირობას უზრუნველყოფს. კეთილგანწყობილი, სტუმართმოყვარე პერსონალი კი ორიენტირებულია იმაზე, რომ "კოლზეუმ მარინაში" გატარებული დღეები ყველა სტუმრისთვის სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყოს.

სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა" ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს. ქალაქის ტურისტულ ცენტრთან ფეხით მისვლას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსპორტით მისასვლელი მაქსიმალური დრო 10 წუთს შეადგენს, ხოლო რკინიგზის სადგურიდან - 15 წუთს.

სასტუმროს ადგილმდებარეობა დამატებითი კომფორტია როგორც ოჯახებისთვის, ასევე ტურისტებისა და საქმიანი ვიზიტორებისთვის.

სრულყოფილი ოთახების გარდა "კოლიზეუმ მარინაში" ღია და დახურული საცურაო აუზები, ჩოგბურთის კორტები, 100 - 120 მონაწილეზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ფიტნეს-დარბაზი ფუნქციონირებს.

სასტუმროს მდებარეობა შეგიძლიათ იხილოთ Google Map-ზე.