რესტორანი Cena ღია ტერასით

კომფორტული დასვენების ყველა სხვა კომპონენტთან ერთად, "კოლიზეუმ მარინა" გემოს მრავალფეროვნებითაც ამახსოვრებს თავს სტუმრებს. საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზი სასტუმროში გატარებულ დღეებს გასტრონომიული თვალსაზრისითაც დაუვიწყარს ხდის.

"კოლიზეუმ მარინას" კულინარიულ სივრცეში საკვების საგემოვნო და ეკოლოგიურ მახასიათებლებზე აქცენტი ერთდროულად კეთდება. უკლებლივ ყველა პროდუქტი, რომელიც სასტუმროს მენიუს ქმნის, ახალი, ჯანსაღი და სტუმრების მრავალფეროვან გემოვნებას მორგებულია.

სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებულია 160 სტუმარზე გათვლილი რესტორანი “Cena”, სადაც მყუდრო გარემოში უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს შემოგთავაზებთ პროფესიონალი შეფ მზარეულები. რესტორანი "Cena" იდეალური სივრცეა წვეულების მოსაწყობადაც. დილით კი სტუმრებს ელით მრავალფეროვანი საუზმე (09:00-11:00 სთ) და დელიკატესების ფართო არჩევანი.

ძირითადი დარბაზი 284 მ² (100 პერს.), მეორე დარბაზი 159 მ² (60 პერს.).

08:00 - 23:00 სთ