რესტორნები & ბარები

კომფორტული დასვენების ყველა სხვა კომპონენტთან ერთად, "კოლიზეუმ მარინა" გემოს მრავალფეროვნებითაც ამახსოვრებს თავს სტუმრებს. საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს სინთეზი სასტუმროში გატარებულ დღეებს გასტრონომიული თვალსაზრისითაც დაუვიწყარს ხდის. "კოლიზეუმ მარინას" კულინარიულ სივრცეში საკვების საგემოვნო და ეკოლოგიურ მახასიათებლებზე აქცენტი ერთდროულად კეთდება. უკლებლივ ყველა პროდუქტი, რომელიც სასტუმროს მენიუს ქმნის, ახალი, ჯანსაღი და სტუმრების მრავალფეროვან გემოვნებას მორგებულია.

სასტუმროს მეორე სართულზე განთავსებული და 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი “Cena” მყუდრო გარემოში უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აღნიშნული ლოკაცია იდეალური სივრცეა კერძო წვეულების მოსაწყობადაც.

აუზის ბარი „Palaestra” სეზონურად ტერასიდან გადაშლილი მომაჯადოებელი ხედის ფონზე ცოცხალ მუსიკას, კოქტეილების მრავალფეროვან არჩევანსა და ევროპულ კერძებს შემოგთავაზებთ.

სასტუმროს ლობი-ბარი “Entranta” იდეალური ადგილია ევროპული სამზარეულოს, კოქტეილების ფართო არჩევანისა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის დასაგემოვნებლად.

დროის უფრო მხიარულად გატარების მსურველებს ცოცხალი მუსიკა, ენერგიული DJ და კარაოკე ელით, რომელიც 60 სტუმარს იტევს. მაქსიმალური პრივატულობის უზრუნველსაყოფად, სასტუმრო დაინტერესებულ პირებს კარაოკე- კლუბის დახურვის შესაძლებლობასაც სთავაზობს, რაც სივრცეს იდეალურს ხდის კორპორატიული წვეულებების მოსაწყობად.